ოპოზიციამ ხალხი კიდევ ერთხელ გადააგდო – “ახალი თაობა” 29. 11. 2010

- ეს იყო კასტინგი იმ ძალებისა, რომლებსაც სურვილი აქვთ, ხვალ რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყდება, ამ ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ მოქმედი სუბიექტის როლი შეასრულოს. ისე, როგორც თავის დროზე, 2003 წელს, მოგვიყვანეს და დაგვისვეს სააკაშვილი, ახლა ელოდებიან, როდის დაიწყება ახალი სპექტაკლი, რომ ამ ახალ სპექტაკლში მათ ისეთივე წარმატებული როლი აიღონ თავის თავზე, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა, – ასეთ შეფასებას აკეთებს სახალხო კრების შემდეგ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე და სახალხო კრების ორგანიზატორებს ხალხის მოტყუებასა და ბრძოლის იმიტაციაში ადანაშაულებს.
სახალხო პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ის, რაც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მოხდა, ქვეყნის გარეთ დაწერილ სცენარში ზის.
იყო თუ არა 25 ნოემბრის შეკრება სააკაშვილის თამაშის თამაში, რატომ ვერ მიიღო კრებამ ის განვითარება, რასაც ხალხი ელოდა და ჩანდა თუ არა, რომ ორგანიზებულობა აკლდა კრებას? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან. ვრცლად »

სააკაშვილმა 26 მაისი ჩაწიხლა – 27.05.2011

ახალი თაობა  #124  27.05.2011
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახალხო კრების აქცია ფაქტობრივად გეგმის გარეშე მოქმედებდა და ის სათანადოდ ორგანიზებული არ იყო. გიორგაძე არ მალავს, რომ ბურჯანაძის პოლიტიკურ კურსს არ იზიარებს, თუმცა აქციებს ესწრებოდა, რადგანაც მიაჩნია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს. რა გამოკვეთა 25 მაისს, ღამით, აქციის დარბევით სააკაშვილმა და ვინ აუნთო მას მწვანე შუქი აქციის დასარბევად? _ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტრვიუს ეროვნული მოძრაობის ერთ_ერთ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ აქციას, როცა შედეგი ცნობილია _მიტინგი დარბეულია, არის მსხვერპლი.   ვრცლად »

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სიონის ეზოში შეიქმნა

ეროვნულ მოძრაობაში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამორჩეული ადგილი ეკავა. პარტია ძალიან ძლიერი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული და მათ ყველა ანგარიშს უწევდა. ედეპეს ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მერე ყველაფერი აირია და დღეს იმ პარტიისგან ფაქტიურად არაფერი აღარ არის დარჩენილი.
რატომ იყო ედეპე დასავლეთისა და რუსეთისთვის მიუღებელი, რა რჩევებს აძლევდა მათ პატრიარქი, როგორ გადაიქცა სიონის ეზო ეროვნული მოძრაობის ბუდედ, რა მოხდა ედეპეში და როგორ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტია, ამის შესახებ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე გვესაუბრება.
მამუკა გიორგაძე: ვრცლად »

ვულოცავ სააკაშვილს: მან მართლმადიდებლობისათვის დევნილი პატიმრები გაიჩინა!

გვესაუბრება სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე:
_ იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა მოხდა 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში”, უნდა გავიაზროთ, როგორ ებრძოდნენ მართლმადიდებლობას საქართველოში. საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში მორწმუნეებს პირდაპირ ხვრეტდნენ! შემდეგ მრევლს, მართალია, კედელთან არავინ აყენებდა, მაგრამ თუ ღიად მორწმუნე იყავი, ვერც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდი, ვერც სამსახურეობრივ კარიერას მოიწყობდი, უცხოეთში გამგზავრებაზე რომ არაფერი ითქვას! ვრცლად »

მიწა ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი სივრცე

რუბრიკა _ ღია წერილი

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით გამოხატა თავისი გაკვირება, იმის გამო, რომ საქართველოში  არ  აღირიცხება  მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით შეადგენდა 3025.8 ათას ჰა-ს. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით აღრიცხულია მხოლოდ 838.0 ათას ჰა. სად დაიკარგა 2187.6 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დღემდე გაურკვეველია. რისთვისაც გადავწყვიტეთ საზოგადოებისა  და მთავრობისთვის მიგვეწოდებინა ჩვენეული ხედვა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნე- ლოვანესი საკითხის _ მიწათსარგებლობის მდგომარეობის _ დარეგულირებისა. ვრცლად »

სააკაშვილი დღევანდელმა ოპოზიციამ შექმნა – 14 სექტემბერი 2010

ახალი თაობა  #217  14  სექტემბერი   2010

ოპოზიციონერებს ჩადენილი ცოდვებისათვის ბოდიში აქვთ მოსახდელი
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ ცოდვებზე. ხოლო თუ ცოდვა არ ჩაუდენიათ, უფლება აქვთ გააგრძელონ პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ მე ვერ ვხედავ დღეს ასეთ პოლიტიკურ ძალას. ვრცლად »

ეროვნული პარტიების ალიანსის განცხადება – 17.01. 09

იმ პირობებში, როცა აშშ და ევროპის ქვეყნები ყოველ ღონეს ხმარობენ მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიზმის აღსაკვეთად, საქართველოს პრორუსულმა, მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკური ბერკეტები მთლიანად რუსეთის იმპერიას ჩაუგდო ხელში. განა ცინიზმისა და თავხედობის უმაღლესი გამოვლინება არ არის საქართველოს რუსული ადმინისტრაციის ქმედება, როდესაც ერთი მხრივ, დასავლეთის სახელმწიფოებს ერთგულებას ეფიცებიან, საქართველოს სახელმწიფო ტელეარხებით ყოველდღე აჩვენებენ, თუ რა მხეცობებს სჩადიან რუსი ოკუპანტები გალისა და ცხინვალის რეგიონებში, როგორ ძარცვავენ და ანადგურებენ ოკუპირებული ტერიტორიების ქართველ მოსახლეობას აფხაზი და ოსი ექსტრემისტები და რუსი ოკუპანტები, მეორე მხრივ კი, ოკუპანტებს ხელში ჩაუგდეს მთელს წინა აზიაში უდიდესი ენერგოობიექტი _ ენგურჰესი ვრცლად »

ტელესტუდია “კავკასიაში” მომხდარის გამო – 10.05. 2010

ქართველი ინტელიგენცია (და არა კომუნისტური ფორმაციის ფსევდოინტელიგენცია), ქართული გონებისა და სულის ელიტა (და არა კომუნისტური და, სამწუხაროდ, პოსტკომუნისტური დროის კორუმპირებული ფსევდოელიტა) და ქართველი საზოგადოება მთლიანად იწუნებს ხელისუფლების პოლიტიკის ამ მიმართულებას საერთოდ და მის ლაშქრობას ქართული ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ კერძოდ. ქართველ საზოგადოებას აქვს იმის ამომწურავი არგუმენტაცია, რომ ლაშქრობა საქართველოს ტრადიციული ეროვნული ჰუმანური ღირებულების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლურს ემთხვევა, ყალბია (აბერაციებზე, ულოგიკობაზე და მიზანმიმართულ ფალსიფიკაციებზე დამყარებულია) შინაარსობრივად და უპერსპექტივოა, ანუ კაცობრიობის, როგორც მთელის, ინტელექტუალური, სოციალური და მორალური განვითარების მოსალოდნელ ხაზთან შეუთავსებელია პრაქტიკულად. ეს არგუმენტაცია ცნობილია და საქართველოში დღეს მიმდინარე ანტიეროვნული პროპაგანდის მეთაურებს არა აქვთ მასთან კამათის უნარი. ვრცლად »

სახალხო პარტია თეა წულუკიანს ტყუილში ადანაშაულებს

NEWS>GE 01.03.2014

„სახალხო პარტია“ ID ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნას და ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას ეხმაუება.

„წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნებაც” პირდებოდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ დააკმაყოფილებდა მათ ინტერესს ამ მიმართებით, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მაშინ საყოველთაო ID -იზაციას პრინციპულად მოითხოვდა “ნაციონალური მოძრაობა”. სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ”ქართულმა ოცნებამ” კატეგორიულად საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. კიდევ უფრო მეტი, ID ბარათის ალტერნატიული მოწმობის დაშვების ნაცვლად ხელისუფლებამ მისი უფასოდ დარიგება გაააქტიურა და ბოლშევიკური რიტორიკით, ხალხზე ზრუნვის საბაბით ვეტერანებისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის უფასოდ არიგებეს ID ბარათებს. ვრცლად »

“აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი” – გაზ.’ივერია‘ 1887წ. 5აპრილი

გაზ.’ივერია‘   1887წ. 5აპრილი.   დაიბეჭდა მეთაურ წერილად,     უსათაუროდ    და ხელმოუწერლად .

სათაური “საპარიარქოს უწყებანის”  რედაქციისა   # 10   4-11.04.2007

IX ტომი   ოც ტომად                  

ქრისტე აღდგა!  აღდგა მაცხოვარი კაცობროიბისა!   მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა, დიდი და პატარა ღაღადებს: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი  და  საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.  ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა. ვრცლად »

Powered by WordPress