გიორგაძე მამუკა, კოღუაშვილი პაატა, ნათაძე ნოდარ, ჯიბუტი მიხეილ
საყდრისის ოქროს საწარმოს აფეთქება, რომელიც (ფაქტობრივად უალტერნატივო აზრით) თარიღდება მეოთხე ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჩვენის ხედვით, მოიცავს რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობას.
1.დანაშაული ცივილიცაზიის წინააღმდეგ. განადგურებულია (ოფიციალური მოტივაციის თანახმად – ეკონომიკური მოგების მიზნით) ერთ-ერთი ყველაზე ადრეული (ან – ყველაზე ადრეული) საწარმო ამ დანიშნულებისა მსოფლიოში. ძეგლის დათარიღებაში და მისი დანიშნულების იდენტიფიკაციაში ძალიან დიდი როლი ეკუთვნით გერმანელ არქეოლოგებს, რომელნიც რამდენიმე წლის მანძილზე მონაწილეობენ სამუშაოს შესრულებაშიც და დაფინანსებაშიც. ჩაატარეს ექსპერიმენტი: სავარაუდო ტექნოლოგიით მოცემული მასალით (ქანით) მიიღეს ოქრო. საყდრისის ოქროს საბადო არსებობდა ა.წ. 12 დეკემბრამდე. შაბათ დილით, 13 დეკემბერს დანხორციელდა ორი აფეთქება. დღეს ამ ადგილზე ექსკავატორები და ბულდოზერები მუშაობენ. ვრცლად »