პრაიმ-ტაიმი 12.08.2013
გურამ ოდიშარიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს – ამის შესახებ განცხადება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგაძე კულტურის სამინისტროს მიერ საყდრისის ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ძეგლი საფრთხეშია. ამ საკითხზე კულტურის მინისტრის 5 ივლისის განკარგულებას 10 ივლისს პრეზიდენტიც დაეთანხმა და ძეგლს სტატუსი შეეცვალა.
“მას მოეხსნა უძრავი ძეგლის სტატუსი, რაც იყო მოთხოვნა იმ ფირმისა, რომელიც დღეს ამუშავებს ოქროს საბადოს. კულტურის სამინისტროს კომისიის დასკვნა პირდაპირ ასახავს ამ ფირმის მოთხოვნებს. პრაქტიკულად უნდა მოხდეს ამ ძეგლის განადგურება და სამუზეუმო ექსპონატად სხვაგან გადატანა, რაც ძეგლს დააზიანებს”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.
გიორგაძე 13 აგვისტოს 1-ელ საათზე კულტურის სამინისტროს წინ ამ ფაქტის გაპროტესტებას გეგმავს.