Archive for April, 2014

gogi

ლორთქიფანიძე: წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება პრემიერის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს

ლორთქიფანიძე: წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება პრემიერის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს 31 მარტი 15:20 NEWS.GE სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება. „მიუხედავად ჩემი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულებისა ამ პიროვნების და იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომელსაც ის წარმოადგენს, ამ საქმის გამოძიება პრემიერმინისტრის პირადი პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს. დღეს ამ პიროვნების ცემის [...]

SONY DSC

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ტერიტორიული რღვევის გაფორმებაში

აზერბაიჯანთან ფულის კეთებაა შორენა კოწოწაშვილი   19.04.2007   “ახალი თაობა” `სახალხო პატრიის~ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიუღებელს უწოდებს იმ ინიციატივას, რომელიც ხელისუფლებისგან ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გაჟღერდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტში თავმოყრილი რევოლუციური ხელისუფლების აზრები და შეხედულებები, არის მათი უნიათობის, უსუსურობისა და დანაშაულებრივი ქმედებების დადასტურება. ოპოზიციონერი გიორგაძე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტებისთვის ქართველი საზოგადოება ადეკვატურ ზომებს რომ [...]

giorgadze-1

ვინ იყენებდა გამსახურდიას გადმოსვენებას ეკლესიის წინააღმდეგ? -2007

ნათია ხურცილავა  “ახალი თაობა” 30.03.2007 ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, რა ემოციას იწვევს თქვენში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადმოსვენება, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესიას? _ ისე, როგორც ქართველ ადამიანს, ბუნებრივი ემოცია გამაჩნია, სამშობლოს დაუბრუნდა კიდევ ერთი ქართველი. ამ ყველაფერს, ცხადია, ტკივილიც, განცდებიც ახლავს. ბუნებრივია, ყველა ქართველის განსასვენებელი ქართული მიწაა. მისასალმებელია, რომ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით ეს აღსრულდა. [...]

76

`ფერიის მთაზე ტაძარს ანგრევენ და თბილისის ცენტრში მეჩეთის მშენებლობა იგეგმება – 2007

შორენა კოწოწაშვილი    19.05.2007   “ახალი თაობა” _ დამოუკიდებელ საქართველოში `ამაღლების~ დღესასწაულზე ხელისუფლებამ პრაქტიკულად გამოაჩინა თავისი რეალური სახე, თავისი ბოლშევიკური ბუნება და გასცა განკარგულება ეკლესიის დანგრევის შესახებ. ეს განკარგულება ოპერატიულად იქნა სისრულეში მოყვანილი და საქართველოში ნაკურთხი, მშენებარე ტაძარი დაინგრა, _ აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე და სახლახო მოძრაობა `ქართული გზის~ წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებს აჭარაში [...]

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“: დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა

28 მარტი 2014   NEWS.GE „სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ თაღლითობას მიმართა. „ხუდონჰესის პროექტის მშენებლების შეხვედრაზე მასმედიასთან, ინდური კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა დავით მირცხულავამ პროექტის ლობირებისთვის მარტივ არითმეტიკულ თაღლითობას მიმართა. კერძოდ, მან სავარაუდო შემოსავლების პერიოდად, შთამბეჭდავი ციფრების მისაღებად გამოიყენა 20-წლიანი ვადა. კიდევ ერთი სიცრუე იყო, როცა [...]

gogi

ლორთქიფანიძე: ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა

28 მარტი 16:26  NEWS.GE „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ლორთქიფანიძის აზრით, ბოლო დროს, ბევრი უცნაური მოვლენა, საეჭვოდ კანონზომიერად ემთხვევა ერთმანეთს დროსა და სივრცეში. „ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერებისა და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარ შეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები კინოს სახლში თუ პუშკინის სკვერში. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია და კონტრაქცია, რომელიც პატარა, ათწუთიანი კინკლაობით [...]

gerbebi_Page_6

საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს

ღია წერილი   (01.04.2013) 1. ჩვენს უფლებად და მოვალეობად ვრაცხთ, მოგახსენოთ შემდეგი. ამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გ. პაპუაშვილმა ინტერნეტში მოათავსა და დასავლეთში გამოაქვეყნა წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს ახალი ისტორიის ფუნქციითაც და ხარისხითაც ღირსშესანიშნავი ერთ-ერთი დოკუმენტის – 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის – ღირსებებზე მსჯელობის კონტექსტში მკითხველს მიეწოდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო [...]

gerbebi_Page_6

ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ გვმართებს

“რეზონანსი” 25.03.2013 გვარწმუნებენ, თითქოს დასავლეთი და, კერძოდ, ევროპა გვაშანტაჟებს, “თუ თქვენი ქვეყნის საშინაო კურსში არ გაატარებთ სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ რეფორმებს, დასავლეთში ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა ვერ ეღირსებაო”. ეს სიცრუეა: დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა რუსული აგრესიის (დღეს _ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის) წინააღმდეგ ემყარება არა საქართველოს შინაგანი ნგრევის სურვილს (თუმცა მსოფლიოში არსებობს არაერთი სახელმწიფოც და ლობიც, რომელთათვისაც ეს სასურველია), [...]

SONY DSC

საპარლამენტო უმრავლესობა ფუყე ლიდერებით არის სავსე

 ვინ და რატომ წამოსწია რეგიონული ენის პრობლემა. ახალი თაობა” 25.03.2013  შორენა კოწოწაშვილი  ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ქვეყნისთვის დამღუპველს უწოდებს იმ ტენდენციას, რომელიც რესპუბლიკელების მხრიდან დადგა და ჯავახეთში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებას გულისხმობს. გიორგაძის თქმით, ეს იქნება სეპარატიზმის წახალისება და საქართველოში ფედერალური ტერიტორიული მოწყობის დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა შეცდომებს უშვებენ `ქართული ოცნების~ უმწიფარი პოლიტიკოსები [...]

gia

ახალი ძალა – მოამბე 6 11.07.1988

                                 `ვფიცავ… მთელი ჩემი მორალური და                                    ფიზიკური ძალა მოვახმარო სამშობლოსა                           [...]

Powered by WordPress