„საქართველო“, 1917, №269 ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია, მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსკენ ძლევამოსილებით გაფენილი, მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ვერცერთს [...]
Archive for the ‘გამოცემები მასალები მოგონებები’ Category
მარადიულად საახალწლოდ საკითხავი – ილიას მილოცვა საქართველოს!
January 11th, 2017
shalva chkhaidze წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) “აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით [...]
ქართველი ისრაელების უფლება – ვასილ წერეთელი, გაზ. “საქართველო” # 82 1918 წ
December 26th, 2016
shalva chkhaidze ქართველი ისრაელები მხოლოდ სარწმუნოებით განსხვავდებიან დანარჩენ ქართველებისაგან, როგორც მაგალითად, ქართველი მაჰმადიანები, ქართველი კათოლიკენი, ქართველი გრიგორიანები და სხვ. ჩამომავლობით, ენით, ისტორიით, ზნით და ჩვეულებით ისინი არიან ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ღვიძლი ძმები და შვილები. ქართველობა [...]
შრომის კულტურა ალ. ასათიანი 1917წ
December 19th, 2016
shalva chkhaidze ალ. ასათიანი “საქართველო” 1917წ. 1 თებერვალი # 25 ძველთაგანვე შეამჩნევდით, რომ სიზარმაცე ყოველგვარი ბოროტების ბუდეა. ჩვენი დროის სასამართლოთა მატიანე ხომ ამას სავსებით ადასტურებს. სხვადასხვა ბოროტებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეთ უმთავრესად ის წრე იძლევა, რომელშიაც უსაქმურობას მტკიცედ აქვს მოდგმული ფეხი.
ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი. 1933 პარიზი ალ. ასათიანი
December 13th, 2016
shalva chkhaidze სამშობლო# 14 1933 პარიზი ამ ოციოდე წლის მანძილზე რომ მძლავრი გარდატეხები განიცადა კაცობრიობამ, ამის მსგავსი მას არასოდეს უხილავს თავის ისტორიის გრძელ მანძილზე. ხალხთა საშინაო ეკონომიური ვითარება, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობა, ფინანსები, კრედიტი, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, პიროვნული და საზოგადოებრივი მორალი გადასცდენ თავის ზღუდეებს, და ახალს ნიადაგს, ახალს კალაპოტს დაეძებენ. მართალია, მსოფლიო ისტორიაში წინეთაც ჰქონია ადგილი ხალხთა [...]
სიტყვა 19 მარტის საჯარო კრებაზე – მიხეილ ქავთარაძე. ივერია #14 1971 პარიზი
August 1st, 2016
shalva chkhaidze ნახევარმა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც უხეშმა მტერმა ქართული ნორჩი სახელმწიფო დაამხო და ჩვენი, იმედით სავსე მომავალი, რომელსაც მთელი ქართველობა სიყვარულით და ზრუნვით აშენებდა, მონობის შავი დღეებით შეგვიცვალა. და ეს შავი თარიღი, იმავე მტრის კარნახით, ეროვნულ საზეიმო დღეთ არის მიჩნეული. ქართველი მხედრობის დამარცხებას რუსული წითელი არმიის მიერ, ჩვენი ეროვნული დროშის დაფლეთას, და ერის საუკეთესო შვილების [...]
ძვირფასი თანამებრძოლის ხსოვნას – დავით ვაჩნაძე. ივერია #7 07 1954
July 28th, 2016
shalva chkhaidze ულმობელმა სიკვდილმა ჩვენს ქართულ ეროვნულ რიგებს ძვირფასი მებრძოლი გამოაცალა _ ალექსანდრე ასათიანი. მე გავეცანი მას თბილისში, 1917 წელს, როდესაც საფუძველს უყრიდით ერ. დემ. პარტიის ორგანიზაციას. ეს იყო პირველი წელიწადი საქართველოში, არა სოციალისტურ ქართული პარტიის დაარსებისა.
ალ. ასათიანი – ჩემი ცხოვრება ივერია #7 07 1954
July 26th, 2016
shalva chkhaidze ,,მებრძოლ ძალთა მაქსიმალური ერთობა. ასეთია ჩვენი ერის გარდაუვალი ნებისყოფა. ასეთი წმინდა ერთობის შექმნისათვის, საჭიროა ბევრი რამ პიროვნული განცდებისა და გრძნობების დათმობა. თორემ იდეათა და მიზნების სფეროში, არავის ექნება რაიმე დასათმობი, რადგან საქართველოს ბრძოლის მიზანი საერთოა და უდავო ყველა ქართული ძალისათვის. ქართულ ასპარეზზე ეს ადვილად იქნა მიღწეული, ხოლო ეროვნულ სხეულს მოწყვეტილ ემიგრაციაში ეს გრძელდება . . [...]
მსოფლიო-ბედის უკუღმა ტრიალი. პარიზი – ივერია #8 1956 ელ. პატარიძე
July 22nd, 2016
shalva chkhaidze მეცხრამეტე საუკუნის მეტად შინაარსიანმა ეპოქამ, პიროვნების თავისუფლებასთან ერთად მთელი მისი სიმძიმით, მსოფლიოს წინაშე დასვა ეროვნებათა თავისუფლების საკითხი. -„მრავალ სხვა კეთილშობილ საკაცობრიო იდეათა შორის აცოცხლდა და და ხორცი შეისხა ეროვნულმა იდეამ. რასიულად მონათესავე ტომები ეროვნულ ერთეულებში დალაგდნენ, ეროვნულს შეგნებას მიაღწიეს და მათ მიერ დასახლებულ მიწა-წყალზე ნაციონალურ სახლმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. „ძირიანად და არსებითად ნაციონალურმა ევროპამ [...]
ჩვენი ეკლესიისათვის რ. ინგილო ივერია#8 1956 პარიზი
July 15th, 2016
shalva chkhaidze ერთობ მძიმე დავალება თავს მომახვია „ივერია“-ს რედაქტორმა: ვაუწყო ჩვენს მკითხველებს ზოგი რამ ცნობები საქართველოს ეკლესიაზე და დამატებით მის ამჟამინდელ ყოფაცხოვრებაზე. ძველი თაობა ჩემზე ნაკლებათ არ არის ჩახედული ამ საკითხში, ამიტომ ჩემი ნაწერი მას არაფერს შესძენს და არც თუ ისე გამოადგება. ვფიქრობ, რომ რედაქციას მხედველობაში ჰყავს მოზარდი თაობა – მოწყვეტილი და აშორებული სამშობლო კერას, ზერელეთ მცნობი [...]



Posted in